კრეატვი

  • კრეატივის შემუშავება
  • ბრენდინგი
  • ნეიმინგი
  • სლოგანი

რეკლამა

  • მანათობელი ყუთები
  • ნეონი (ღია, დახურული, კონტრაჟური)
  • მოცულობითი ასოები
  • აბრები
  • ფირნიშები
  • ბანერი
  • თვითწებადი ფირები
  • ვიტრინის გაფორმება
  • ავტომობილების გაფორმება

გარე რეკლამა

  • ბილბორდების დიზაინი
  • ბანერების დიზაინი
  • ბრენდმაუერების დიზაინი

ვიტრინა, ინტერიერი&ექსტერიერი

  • ვიტრინის დიზაინი
  • ინტერიერის დიზაინი
  • ექსტერიერის დიზაინი

3D მოდელირება

  • 3D ობიექტები გარე რეკლამისათვის
  • 3D ობიექტები პოლიგრაფიისათვის
  • სხვა&სხვა ტიპის 3D მოდელირება

 

.................................

 

ვებ გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის (SEO)

როდესაც უკვე გაქვთ ვებ გვერდი, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ საჭიროება, რომ თქვენმა კლიენტებმა ადვილად მოგძებნონ ინტერნეტში თქვენი კომპანიის საქმიანობის მიხედვით. 

ადამიანების უმეტესობა დღესდღეობით იყენებს მოსაძებნად ისეთ პოპულარულ საძიებო სისტემებს, როგორიცაა Google, Yahoo, Yandex, Rambler. ამიტომ საჭიროა აუცილებლად გაკეთდეს, რომ თქვენი ორგანიზაციის დასახელება გამოჩნდეს ამ უზარმაზარ სიაში რაც შეიძლება უფრო მაღალ საფეხურზე სხვა უამრავ კომპანიას შორის, რომლებსაც აქვთ თქვენი ბიზნესის ანალოგიური საქმიანობა.

ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ ზემოაღნიშნულ საკითხში. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვიკვლევთ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ მსოფლიოს წამყვან საძიებო სისტემებს, იმისათვის, რომ თქვენი ვებ გვერდი მოხდეს რჩეულთა სიაში.

ჩვენი გუნდი შეისწავლის თქვენ არსებულ ვებ გვერდს და მოგცემთ რჩევებს თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ გაუმჯობესდეს თქვენი ვებ გვერდის პოზიცია საძიებო სისტემაში. ჩვენ დაგეხმარებით ასევე ამ რჩევების დანერგვაში და მუდმივად განვახორციელებთ თქვენი ვებ გვერდის მონიტორინგს ინტერნეტში.

 

საბანერო რეკლამა

არსებობს როგორც უფასო, ასევე ფასიანი საბანერო გაცვლის სისტემები, რომელთა მეშვეობით თქვენი ვებ გვერდის სარეკლამო ბანერი შეიძლება განთავსდეს სხვა ვებ გვერდებზე.

ბევრ ვებ გვერდზე არის სპეციალურად რეკლამისათვის გამოყოფილი ადგილები და დადგენილია ბანერის განთავსების ტარიფებიც.

 

კონტექსტური რეკლამა

Google, Yahoo, Yandex, Rambler და სხვა ცნობილ საძიებო სისტემებში ძიების შედეგის გვერდის ზედა და მარჯვენა ნაწილი კონტექსტურ რეკლამას უკავია და აქ ყოველთვის საძიებო ფრაზის შესაბამისი რეკლამები აისახება.

ასეთივე რეკლამები ბრუნავს აგრეთვე კონტექსტურ სარეკლამო ქსელში გაერთიანებულ სხვადასხვა კერძო ვებ გვერდებზეც. მომსახურების ეს ფორმა საკმაოდ შედეგიანია და შესაბამისად რეკლამის განთავსებაც ფასიანია და ყოველ ვიზიტორზე გარკვეული თანხა ღირს.

 

.................................

 

ფოტოგრაფია

ჩვენ გთავაზობთ ფოტომომსახურების ფართო სპექტრს. კლიენტის სურვილის შესაბამისად გადაღება შეიძლება მოხდეს, როგორც კლასიკურ 35 მმ. ფირზე, ასევე ციფრულ ტექნიკაზე, შესაბამისად ფირის რეზულტატი იქნება ბეჭდვითი, ხოლო ციფრული TIFF, PSD, JPG - ნებისმიერ ინფორმაციის მატარებელზე.

მომსახურების სახეები:

  • პორტფოლიო და პორტრეტი
  • არქიტექტურული და ლანდშაფტური გადაღება
  • გადაღება კატალოგისათვის
  • სარეკლამო ფოტო
  • ინტერიერის გადაღება
  • ტანისამოსის გადაღება
  • რეპორტაჟის, პრეზენტაციების გადაღება