ელექტრონული მისალოცი ბარათები


საუკეთესო საიმიჯო საშუალება, როგორც ფირმის კლიენტებისთვის, ასევე პარტნიორთათვის.

მისი გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით ნებისმიერი დღესასწაულის მისალოცად.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
   
 
 
 
 

 

 

ინტერნეტ ბანერი

საუკეთესო ინტერნეტ სარეკლამო საშუალება, რაც გაძლევთ უპირატესობას რომ თქვენი კომპანიის, ორგანიზაციის საქმიანობა გახდეს ცნობადი ინტერნეტ აუდიტორიისათვის ფართო წრეებისათვის.

 

 

 

 

CD კატალოგი

კომპანიათა უმეტესობა, რომელიც უშვებს რაიმე პროდუქციას გამოსცემს კატალოგს ბეჭდვითი ბროშურის სახით.

სარეკლამო კომპანია DAVARA ჯგუფი ამზადებს იგივე სახის ელექტრუნულ კატალოგს კომპაქტ დისკზე, რომელიც ძალზედ მოსახერხებელია  ნებისმიერი საგამოფენო ღონისძიებისათვის.

CD
კატალოგის უპირატესობა:

  • მოხერხებული ნავიგაცია
  • პროფესიონალური დიზაინი
  • დამზადების მოკლე ვადები

CD კატალოგის სახეები:

  • გამოფენის ელექტრონული კატალოგი
  • პროდუქციის ელექტრონული კატალოგი
  • ფოტობანკი

 

 

კორპორატიული "სკრინსეივერი"

კორპორატიული "სკრინსეივერი" გამოჩნდება ეკრანზე თუ გარკვეული დროის განმავლობაში არ შეეხებით კლავიატურას და მაუსს.

კორპორატიული "სკრინსეივერი" გახდა საფირმო სტილის ისეთივე ატრიბუტი როგორც ბუკლეტი და სავიზიტო ბარათი, მაგრამ ამ უკანასკნელებისაგან იგი მეტად ორიგინალურობით გამოირჩევა.




ელექტრონული სავიზიტო ბარათი

მას გააჩნია სტანდარტული სავიზიტო ბარათის ფორმა, რომელიც გაფორმებულია კომპანიის საფირმო სტილის მიხედვით. მასზე შეიძლება განთასვდეს 35 მეგაბაიტი ნებისმიერი ინფორმაცია (ტექსტი, აუდიო, ვიდეო, მულტიმედია). ეს ინფორმაცია შეიძლება ნახოს ნებისმიერმა მომხმარებელმა რომელსაც გააჩნია კომპიუტერზე სტანდარტული CD-ROM-ი.

ერთ ელექტრონულ სავიზიტო ბარათზე შეიძლება განთავსდეს 10 000 გვერდი ტექსტი, 300 ფოტო, პროდუქციის ელექტრონული კატალოგი, ვიდეო რგოლი ხმის თანხლებით.

უპირატესობები:

  • მაღალტექნოლოგიური ინფორმაციის მატარებელი
  • სოლიდურობა
  • მრავალფუნქციურობა (საიმიჯო ინსტრუმენტი, პრეზენტაცია, კატალოგი)
  • ინფორმაციის დიდი მოცულობა
  • მაღალი დინამიურობა
  • მოხერხებულობა
  • დაბალი ღირებულება

 

 

მულტიმედია პრეზენტაცია

მულტიმედია პრეზენტაცია ეს არის კომპიუტერული ანიმაციის, გრაფიკის, ვიდეო და  აუდიო ელემენტების ერთობლიობა. იგი არის  ერთდროულად სარეკლამო და საინფორმაციო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ინფორმაცია პოტენციურ კლიენტებს, პარტნიორებს და ინვესტორებს.

უპირატესობები:

  • ინტერაქტიულობა
  • მობილურობა
  • ინფორმატიულობა
  • კრეატივი
  • ეკონომიური ეფექტი