Cesar 2.0 - სამორინეს ავტომატიზაცია და ადმინისტრირება
პროგრამა შედგება 4 მოდულისაგან: Reception, Pit, Cash, Manager.
თითოეული მოდული მუშაობს სხვებისგან დამოუკიდებლად. პროგრამას გააჩნია საერთო მონაცემთა ბაზა, რაც ამარტივებს მოდულებს შორის დაშვებული ინფორმაციის გაცვლას.
Reception - მიმღების მოდული
ამ მოდულის მეშვეობით ხდება ახალი კლიენტის დარეგისტრირება (საპასპორტო მონაცემები და ფოტოსურათი), ან ძველი კლიენტის დარბაზში შეყვანა/გამოყვანა (მხოლოდ შეყვანის შემდეგაა შესაძლებელი დანარჩენი მოდულების მიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება და მათი შეცვლა, გამოყვანის შემდგომ კლიენტი ქრება აქტიური კლიენტების სიიდან შემდგომ შემოყვანამდე).
Pit - ამ მოდულის მეშვეობით მომხმარებელს (PIT Boss) შეუძლია დაინახოს ყველა აქტიური კლიენტი (მოთამაშე), მათი მიმდინარე მონაცემები და ცვალოს ისინი რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით (იგებს თუ აგებს მოთამაშე დაამატოს ან მოაკლოს თანხა).
მოდულს გააჩნია ორი განყოფილება: კლიენტებს რომლებიც დარბაზში იმყოფებიან და თამაშობენ აღრიცხავს პირველი დინამიურად განახლებადი, ხოლო ისინი ვინც დარბაზშია, მაგრამ თამაშით არ არიან დაკავებული იმყოფებიან მეორე განყოფილებაში.
ერთი განყოფილებიდან მეორეში კლიენტის გადაყვანა მარტივად ხდება. მოდულს ასევე გააჩნია მაგიდების მონაცემთა საათების მიხედვით აღრიცხვისა და მათი დახურვის შესაძლებლობა.
Cash - სალაროს მუშაობის ავტომატიზაციის მოდული
მოდული ანხორციელებს ყველა ფულადი ოპერაციის რეგისტრაციას. აქვე ხდება მთელი დღის მონაცემების შეჯერება და საბოლოო სახით შენახვა.
Manager - მენეჯერის მოდული
ამ მოდულის საშუალებით შესაძლებელია ყოველდღიური სტატისტიკური ინფორმაციის მიღება როგორც ცალკეული, ასევე ყველა კლიენტის შესახებ.
აგრეთვე ამ მოდულიდან შესაძლებელია ნებისმიერი სხვა მოდულის მუშაობაზე თვალყურის დევნება, კლიენტის შავ სიაში შეყვანა/გამოყვანა და ა.შ.