აქცია  EDU.GE
 
 

უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებები ძალიან მცირედ იყენებენ ინტერნეტის შესაძლებლობებს. პირველ რიგში ეს გამოწვეულია მათი მწირი ბიუჯეტით, რაც არ აძლევს საშუალებას მოიწვიონ პროფესიონალი სპეციალისტები და ვებ  სტუდიები, შექმნან ხარისხიანი ინტერნეტ რესურსები.

მაგრამ თუ იქნება სურვილი და ხარისხიანი კონსულტაცია, ადვილად მიიღწევა სასურველი რეზულტატი მაღალი დონის ინტერნეტ რესურსების შესაქმნელად.

ინტერნეტის მთავარი უპირატესობა, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალება და კომუნიკაციის სახეობა - ეს არის დაამყაროს ურთიერთობები და განახორციელონ ეფექტური მუშაობა, იმ მცირე რესურსებით, რაც გააჩნიათ უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებას.

ინტერნეტის საშუალებით შეიძლება განახორციელოთ:

    თანხების მოზიდვა სასწავლო პროექტების განსახორციელებლად

    ინფორმაციის მიწოდება მათთვის, ვინც საჭიროებს უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას

    ინფორმაციის მიტანა  მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებებთან

    უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება

    ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის გამოწვევა

ხშირად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც მიიღეს საშუალება ინტერნეტ რესურსის შესაქმნელად, მიმართავენ არაპროფესიონალებს. მიღებული პროდუქტი საბოლოოდ არის უხარისხო, არ პასუხობს დასმულ ამოცანებს და ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას.

ამიტომ, ჩვენი კომპანია იწყებს ახალ აქციას EDU.GE - რომელიც საშუალებას მისცემს უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მიიღონ  ხარისხიანი ინტერნეტ რესურსები და წარმატებულად განახორციელონ თავიანთი მოღვაწეობა.