სასწავლო ცენტრი DAVARA STUDY მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება მომხმარებლებისათვის.
ჩვენი მთავარი ამოცანა - განვახორციელოთ მსმენელის ხარისხიანი სწავლება, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სპეციალისტს შეეცლოს მუშაობა დამოუკიდებლად და ეფექტურად.
ჩვენ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და უნარი - რაზეც მეტყველებს ჩვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა და შესრულებული ნამუშევრები - განვახორციელოთ მაღალი ხარისხის სწავლება.
სასწავლო პროცესის წარმატებას უზრუნველყოფს გამოცდილი მასწავლებლები, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და სასიამოვნო გარემო, რაც იგრძნობა ჩვენს ცენტრში. სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ითვალისწინებს მსმენელის ინტერესებს და თეორიულ ერთად იგი შეიცავს პრაქტიკულ ნაწილსაც, რომ მსმენელმა გამოავლინოს თავისი ცოდნა რეალურ სიტუაციაში.
ჩვენთან მიიღება ცოდნა და არა მხოლოდ სერტიფიკატი.
შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ ჩვენგან მიდის სპეციალისტი, რომელმაც იცის რა უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს...
სასწავლო კურსები
სასწავლო კურსები განკუთვნილია არა მხოლოდ ერთეული მსმენელებისათვის, არამედ ასევე ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სურთ აამაღლონ თავიანთი თანამშრომლების ცოდნა ანდა მიიღონ ახალი თანამშრომელი, რომლის ცოდნაშიც არიან დარწმუნებული.
ორგანიზაციებს რომელთაც სურთ გარკვეული რაოდენობის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, ვთავაზობთ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კურსებს, რომლებიც შეესაბამება მათ მოთხოვნებს.
ჩვენი კორპორატიული კლიენტი: სამედიცინო ცენტრი იუნონა
სწავლის პირობები
- თანამედროვე მეთოდიკა და მაღალი ხარისხის სწავლება
- გაკვეთილების მისაღები განრიგი
- ინდივიდუალური კომპიუტერი და სასწავლო მაგიდა
- მაღალი ხარისხის ვიდეოპროექტორი
- სასიამოვნო სასწავლო გარემო
- ინტერნეტი
პრინციპი და მეთოდიკა
ჩვენი თითეული სერთიფიკატი მიუთითებს მისი მფლობელის მაღალ ცოდნაზე. ჩვენი სასწავლო ცენტრი იძლევა ცოდნის გარანტიის ნიშანს. სწავლების ტექნოლოგიის ბაზისს წარმოადგენს სამი მთავარი მომენტი:
- პროფესიონალი კადრები
- პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა
- მაღალი თეორიული ცოდნა და ლიტერატურა
რაც მთავარია - მეცადინეობას ახორციელებენ პრაქტიკოსი მასწავლებლები.
სერთიფიკატი
ჩვენი ცენტრის სერთიფიკატი - ესაა ცოდნის გარანტიის ნიშანი. ის ადასტურებს, რომ თქვენ გაიარეთ შესაბამისი კურსი, მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა და ჩვევები, შეგიძლიათ იმუშავოთ მითითებულ მიმართულებით.
ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა მსმენელი მიიღებს სერთიფიკატს, რომელიც გაივლის სასწავლო ცენტრში კურსებს და წარმატებით დაამტკიცებს, რომ აქვს შესაბამისი ცოდნა და ჩვევები რომელი კურსის პროგრამაც გაიარა.
რას იძლევა სერთიფიკატი?
მსმენელს:
- ცოდნის გარანტიას
- სამსახურში კარიერულ წინსვლას
- უპირატესობას სამსახურში მიღებისას
- პატივისცემას და ნდობას ხელმძღვანელებისა და თანამშრობლებისაგან
- რწმენას საკუთარ ცოდნასა და ჩვევებში
ორგანიზაციას:
- თქვენი თანამშრომლის ცოდნის ობიექტურ შეფასებას
- თანხების და დროის დაზოგვა თანამშრობლების სწავლებასა და მომზადებაში
- ორგანიზაციის მუშაობის ხარისხის გაზრდა, რისკების და პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა